თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის მსხვერპლთა რაოდენობამ ჩინეთში 636 ადამიანი შეადგინა, ინფიცირებულია 31 161 ათასი კაცი, საავადმყოფოებიდან გაეწერა 1540 პაციენტი, ნათქვამია ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში.
წინა დღის მონაცემებით, გარდაცვლილი იყო 563, ინფიცირებული კი 28 ათასი ადამიანი. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 143 ახალი შემთხვევა.
ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან მძიმე მდგომარეობაშია 4 821 ადამიანი. გარდა ამისა, რეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის 26,4 ათასი შემთხვევა. ამასთან ამ დროისათვის მედიკოსები აკვირდებიან 186 ათას კაცს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან.