თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ინდოელმა 30 წლის მამაკაცმა, აჰილეშ რავატმა და მისმა ცოლმა რაჯანიმ იჩხუბეს, რასაც ტრაგედია მოჰყვა: კაცმა დანით მოკლა ცოლი, შემდეგ კი თავი მოჰკვეთა და მოჭრილი თავით გავიდა ქუჩაში სასეირნოდ, იუწყება ადგილობრივი მედია.
UP man severs wife's head, goes to police station, sings National Anthem
— AIN NEWS 24 (@news_ain) February 2, 2020
Stranger than fiction, when the police tried to take over the wife's severed head from the man, he immediately started singing the National Anthem and chanted 'Bharat Mata Ki Jai'. pic.twitter.com/8uT2J45JrU
მამაკაცი დაახლოებით 1,6 კილომეტრის გავლის შემდეგ დააკავეს ქალაქ ჯაჰანგირაბადში, პოლიციის განყოფილების მახლობლად. ირკვევა, რომ დაკავებამდე მან გაოგნებული თვითმმხილველებისთვის ხელის დაქნევა და ინდოეთის ეროვნული ჰიმნის შესრულება მოასწრო.
პოლიციის ვარაუდით, მეუღლეებს შორის ჩხუბის მიზეზი შესაძლოა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მათი გოგონა ყოფილიყო. შვილის სიკვდილის შემდეგ რაჯანი მშობლებთან წავიდა საცხოვრებლად, თუმცა ქმარმა ინციდენტამდე ოთხი დღით ადრე შეძლო, შინ დაებრუნებინა ცოლი.
2018 წლის ივნისში, სექსუალური ძალადობისა და მონური შრომის მაღალი რისკის გამო, ინდოეთი ქალებისათვის ყველაზე საშიშ ქვეყნად დასახელდა. კულტურული ტრადიციების გამო, ქვეყანა ქალებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ინდოეთში ხშირია ქალისთვის მჟავის შესხმისა თუ სასქესო ორგანოს დასახიჩრების პრაქტიკა, ასევე ბავშვთა ქორწინებები და ფიზიკური ძალადობა.