მარინა კაჭარავა: რაღაც ძალა, რომელიც შენკენ მოდის უნდა გაატარო და ის თვითონ დაინგრევა

© photo: The Thinking Academy / FBფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარინა კაჭარავა საუბრობს ადამიანის თვითშეფასების უნარზე, რომლის გათვალიწინებითაც პიროვნება სამყაროს იღებს ან ვერ იღებს. საუბრობს იმ შედეგებზე, რაც შესაძლოა, მას მოყვეს.
მარინა კაჭარავა: რაღაც ძალა, რომელიც შენკენ მოდის უნდა გაატარო და ის თვითონ დაინგრევა
„თუკი საკუთარი თავი არ მოგვწონს, ვფიქრობთ, რომ ალბათ რაღაც გვჭირს, თორემ მე რატომ უნდა მიყურებდნენ? თუკი საკუთარი თავი მოგვწონს მერე ყველგან ვყვებით, რომ ყველა აღფრთოვანებული გვიყურებდა. სინამდვილეში კი, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში შესაძლოა, ჩემზე სულაც არ ფიქრობდნენ, მაგრამ ეს ჩემი განცდაა ასეთი- ჩემივე თვითშეფასებიდან გამომდინარე. ამიტომ სწორედ ამ ფიქრთან მუშაობაა საჭირო. როცა დგახარ და შენკენ რაღაც მოდის, რომ დაგეჯახოს, ალტერნატივა გაქვს: ან უნდა გადაიწიო და გაატარო „ის“ ან დადგე და საკუთარი თავი დაანგრევინო.“- ამბობს მარინა კაჭარავა სატელევიზიო გამოსვლაში.

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ამბობს: „ჩვენ ასე ვცხოვრობთ, არ ვიწევით და ყველაფერს თავს ვანგრევინებთ. ეს გაწევა ფიზიკურიც კი, ძალიან გვიშველის, ოღონდ განცდაში. ესეც აღმოსავლეთის ორთაბრძოლიდან გამომდინარეა, სადაც მე ჩემი ენერგიით კი არა, შენივე ენერგიით ვიმარჯვებ შენზე“.

ყველა ახალი ამბავი
0