მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო0
თბილისის საქალაქო სასამართლო0 - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე  გათავისუფლდა.

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა მორის მაჩალიკაშვილმა სასამართლოზე ბრალი აღიარა და პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე იყო დაკავებული. მორის მაჩალიკაშვილი არის მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომლის 19 წლის ვაჟი თემირლანი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ უკვე მესამე წელია მართავს.

„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, – განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: ის ტერორისტი არ ყოფილა, და ხელისუფლებამ ეს იცის

ძმისშვილის დაკავებამდე მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასთან ინციდენტი შეემთხვა. მას კარავი გაშლილი ჰქონდა პარლამენტის წინ, მაგრამ 20-21 ივნისის შემდეგ, როდესაც პოლიციამ არეულობაში გადაზრდილი აქცია დაშალა, მისი კარავი აიღეს. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ახალი კარავი სწორედ 25 ივლისს დადგა.

ადვოკატის თქმით, მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტთან საკუთარი ბიძის უსაფრთხოებისთვის იყო და არა აქციაში მონაწილეობისთვის.

„მოტივი მისი არ ყოფილა ხაზგასმული, რომ უშუალოდ ჰუსეინ მაჩალიკაშვილის მიზანი იყო სახელმწიფო გადატრიალება ან პარლამენტში შეჭრა. მან ჩაიდინა დანაშაული იქედან გამომდინარე, რომ იმყოფებოდა პარლამენტის წინ ამ ჯგუფში. არის კიდევაც დაფიქსირებული კადრებში და შევთანხმდით, რომ რაც იყო ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მხარეები შევთანხმდით და მან დაუყოვნებლივ დატოვა დარბაზი“, – განაცხადა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
დაპირისპირება პარლამენტთან: მაჩალიკაშვილმა გონება დაკარგა

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი ვადით.

მორის მაჩალიკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც პოლიცია ორი საათის განმავლობაში მომიტინგეებს იგერიებდა, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0