კობახიძე: ოპოზიცია რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ჩვენ შეთავაზებას, მათთვის უკეთესი იქნება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, დეპუტატი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ეუთო-ოდირის დასკვნაზე საუბრობს.
კობახიძე: ოპოზიცია რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ჩვენს შეთავაზებას, მათთვის უკეთესი იქნება
„ოპოზიციამ ძალიან მარტივი დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენ მიერ შეთავაზებული 100/50 სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით. 2020 წლის არჩევნებისთვის ეს არის 77/73. როგორც 100/50, ისე 77/73 არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან და სამართლებრივ სტანდარტებთან. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენ შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, ოდირის დასკვნის თანახმად, არჩევნები 77/73 პრინციპით სრულად შეესაბამება სამართლებრივ მოთხოვნებს.

ყველა ახალი ამბავი
0