მთელი ფეხმძიმობის მანძილზე წყვილი სახელის შერჩევაზე ფიქრობდა. ჯანეტმა და ნოემ შვილის სქესი „პრაიმ შოუს“ გადაცემაში გაამხილეს. მათი გოგონა 28 იანვარს დაიბადა. ნოემ და ჯანეტმა ქალიშვილის სახელი მშობიარობიდან მეორე დღეს გაამხილეს. დიდი ფიქრის და მეგობრების ჩარევის შემდეგ ახალშობილს ანა დაარქვეს. სამშობიაროდან გაწერისას ნოემ ვიდეომიმართვა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ნოემ და ჯანეტმა თაყვანისმცემლებს ემოციური სიტყვებით მიმართეს. წყვილმა ყველას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. სელებრითები პატარა ანას სახეს მალავენ.
View this post on Instagram3 GENERATIONS 🎀 #mothers #ახალისიცოცხლე #нашесчастье Big thanks to @yana_shvaygert 🎀
ფეხმძიმობის პერიოდში „მის საქართველო 2011“ აქტიური ცხოვრებით გამოირჩეოდა. მან ასეთი ცხოვრებისთვის მეუღლეს მადლობაც გადაუხადა და მორიგი სკანდალური განცხადება გამოუვიდა. „მადლობა ნოეს, რომ სახლში არ დამსვა...“ – განაცხადა ჯანეტ ქერდიყოშვილმა. მოდელმა ფეხმძიმობის პერიოდს დაამთხვია საკუთარი ტანსაცმლის ხაზის შექმნა, რის გამო მეუღლეს მხარდაჭერისთვის მადლობა პირდაპირი ეთერის მეშვეობით გადაუხადა. ჯანეტს საკუთარი ოჯახი თავდავიწყებით უყვარს.
მოდელს უმცროსი ძმა ჰყავს. გულის ამაჩუყებელი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღბეჭდილ კადრებზე კარგად ჩანს, თუ როგორ ტირის ჯანეტის ბიზნესმენი მამა პირველი შვილიშვილის დანახვისას. მოგვიანებით კი ცნობილმა ქართველმა ტელესახემ დედასთან და ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ჯანეტის უმშვენიერესი დედის ემა ხაჟომიას ბუნებრივი სილამაზე გაგაოცებთ. ქალბატონი შეუდარებლად გამოიყურება. მათი ოჯახის ახალი წევრი 3400 გრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. ჯანეტმა არჩევანი გაგუას კლინიკაზე შეაჩერა.