მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქალს ღრძილებზე თმა ამოუვიდა – უნიკალური შემთხვევა მედიცინაში

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშისტომატოლოგთან
სტომატოლოგთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები ჯერჯერობით ვერ ხსნიან ამ ფენომენს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ქალს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწიოს მედიკამენტების მიღება ჰორმონალური ფონის დასაკორექტირებლად.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. იტალიელმა ქალმა ექიმს უჩვეულო ჩივილით მიმართა — პაციენტს ღრძილებზე თმა ჰქონდა ამოსული, წერს ჟურნალი Oral Surgery, Oral Medicine, Oral Pathology, Oral Radiology.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას პირველად ასეთი პრობლემა ჯერ კიდევ 2009 წელს შეექმნა, როდესაც სასაზე თმები წამწამებივით ამოუვიდა. მაშინ მას პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც ხშირად ახლავს ჭარბთმიანობა სახესა და სხეულზე.

​ახალგაზრდა ქალს ქირურგიული გზით მოაშორეს ზედმეტი თმები და ჰორმონოთერაპია დაუნიშნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკურნალობა ეფექტური იყო, მაგრამ წლების შემდეგ თმა კვლავ გაიზარდა და თანაც უფრო მეტი.

ინდოელ ბიჭს სტომატოლოგმა 500-მდე კბილი ამოუღო - საოცარი ვიდეო

ამჯერად ექიმებმა პაციენტს არა მარტო მოაშორეს თმა, არამედ ანალიზისთვის ქსოვილის ნიმუშიც აიღეს. მიკროსკოპის ქვეშ მათ აღმოაჩინეს თმის ღერო, რომელიც ღრძილების უჩვეულოდ გასქელებულ ქსოვილში იყო ჩაზრდილი.

ექსპერტები ჯერჯერობით ვერ ხსნიან ამ ფენომენს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ქალს მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწიოს მედიკამენტების მიღება ჰორმონალური ფონის დასაკორექტირებლად.

ყველა ახალი ამბავი
0