გახარია: დღგ-ს მენეჯმენტი საქართველოში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით. ეს გახლავთ დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოგვიდგენს ფინანსთა სამინისტრო და ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ დღგ-ის მენეჯმენტი ქვეყანაში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, რათა მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს.