თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით 23 და 27 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. მათ ასევე ნაძალადევის რაიონში კიდევ ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარეს.
სამართალდამცველებმა მოპარული აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.