მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა: არიან დაშავებულები

© REUTERS / MURAD SEZERსტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავი სამ ნაწილად დაიშალა - თურქეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მედია კი იუწყება, რომ წლის დასაწყისიდან ეს უკვე მეორე შემთხვევა

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა იზმირი-სტამბოლის რეისის თვითმფრინავი, ასაფრენ ბილიკს გასცდა და სამ ნაწილად დაიშალა, ინციდენტის შედეგად დაშავდა 120 ადამიანი, იუწყება РИА Новости.
Boeing-737-800 ტიპის თვითმფრინავი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ს ეკუთვნის.
„თვითმფრინავმა ავარიული დაშვება არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო განახორციელა“, - განაცხადა სტამბოლის გუბერნატორმა ალი ერლიკაიამ ტელეარხ NTV-ს ეთერში.


მან აღნიშნა, რომ დაშავებულთა მდგომარეობა, ერთი-ორი ადამიანის გარდა, საშიში არ არის.
ერლიკაიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამაშველო სამსახურებმა ინციდენტზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.
„მოხარული ვართ, რომ უარესი შედეგის თავიდან აცილება შევძელით. მაგალითად, იყო ხანძრის საშიშროება. მაგრამ, საბედნიეროდ ეს არ მომხდარა. აეროპორტი ჯერჯერობით არ მუშაობს“, - განაცხადა გუბერნატორმა.
ბორტზე 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი გადარჩა.
თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
ანალოგიური ინციდენტი იმავე აეროპორტში 7 იანვარს იმავე ავიაკომპანია Pegasus-ის Boeing 737-ის ტიპის თვითმფრინავს შეემთხვა, რომელიც სტამბოლში გაერთიანებული საამიროებიდან ჩაფრინდა. მაშინ ბორტზე მყოფი 164-ვე მგზავრი უვნებლად გადარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0