Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანუკა გოგიჩაიშვილი მილიონერ ქმართად ერთად ჩიკაგოში მოგზაურობს – წყვილის რომანტიკული ვიდეო

© Facebook / Nanuka Gogichaishviliნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდნენ. წყვილი ერთად მოგზაურობს და საოცარ სურათებს აქვეყნებს. ამჯერად ყურადღების ცენტრში რომანტიკული ვიდეო მოექცა.

მოდელი და მხატვარი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობს. ცნობილი ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მოდელის დაბადების დღეზე „ზარაფხანის“ მფლობელმა ნიკა ნაყოფიამ შეყვარებულს ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ეს ნიკასთვის მეორე ქორწინებაა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა წარუმატებელი აღმოჩნდა. მან წლების წინ ცო­ლად „მის სა­ქარ­თვე­ლო 2008“ ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე მო­იყ­ვა­ნა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ისი­ნი მალე და­შორ­დნენ. ხათუნა სხირტლაძე მეორედ დაოჯახდა, ნიკოლოზ ნაყოფიამ კი „ზარაფხანის“ ბიზნესის განვითარება დაიწყო და საქმეს წარმატებით შეუდგა.

ახლადშექმნილი წყვილი ერთამენთს დიდ დროს უთმობს. ნანუკას სოციალური ქსელითა და ინტერვიუებით თუ ვიმსჯელებთ, თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორია სწრაფად განვითარდა. წყვილი ქორწილისთვის ემზადება, მაგრამ გოგიჩაიშვილების ქალიშვილი საქორწილო კაბის ამორჩევას ვერ ახერხებს. როგორც თავად წერს, მისი შესაფერისი სამოსი ჯერ ვერ იპოვა და არ არსებობს საქორწილო კაბა, რომელიც მას ოდესმე მოსწონებია. ამის შესახებ მოდელმა Instagram-ზე დაწერა. მას სხვადასხვა საინტერესო კითხვები „ფოლოვერებმა“ დაუსვეს.

ნანუკა და ნიკოლოზი ძვირადღირებულ კურორტებს იპყრობენ. რამდენიმე ხნის წინ წყვილი ამერიკაში აღმოჩნდა. ისინი ჩიკაგოში მოგზაურობენ. რომანტიკული ვიდეო ნანუკამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში კარგად ჩანს ნანუკას და ნიკოლოზის მეგობრული და ძალიან თბილი დამოკიდებულება. ჩიკაგოს ერთ-ერთ ქუჩაში გადაღებულ ვიდეოს 13 ათასამდე ნახვა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0