მკვლელობა ღვთაების მონასტერში: ბრალდებული წარსულში მკვლელობისთვისაა ნასამართლევი

© photo: Sergo Edisherashvili / FBღვთაების მონასტერი
ღვთაების მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული 50 წლამდე მამაკაცია, და როგორც მონასტერში ამბობენ, ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მოკლული კი მონასტერში სამკურნალოდ ხშირად დადიოდა

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფთან, ღვთაების მონასტერში მოკლული 50 წლამდე მამაკაცი და მისი სავარაუდო მკვლელიც მონასტრის ხშირი სტუმრები იყვნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მარტყოფის მამათა მონასტერი - Sputnik საქართველო
მარტყოფის მონასტერში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მონასტრის კელიაში იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

როგორც მონასტრის წინამძღვარი მამა ბენიამინი აცხადებს, მამაკაცი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონასტერს ხშირად სტუმრობდა და რამდენიმე დღით რჩებოდა. წინამძღვრის ინფორმაციით, ის მკურნალობდა და ლოცულობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 50 წლამდე მამაკაცი წარსულში მკვლელობისთვისაა ნასამართლევი და როგორც მონასტერში ამბობენ, ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. აღნიშნული პირი გაქცეულია.

კელიაში სამი მამაკაცი ერთად ცხოვრობდა. მონასტერში ყვებიან, რომ დღემდე მათ კონფლიქტი არ ჰქონიათ და ღამითაც ხმაური არ გაუგონიათ.

„ჩვენი სტუმრები იყვნენ. მოკლული ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა-მოდიოდა, ფილტვები აწუხებდა. აქ თვეში ათ დღეს ატარებდა. ჰაერი კარგია, მკურნალობდა, ლოცულობდა, ეზიარებოდა. გაქცეული ვინც არის, ისიც ხშირად მოდიოდა. არიან ისეთები, აქ წელიწადში ერთხელ რომ მოდიან და არიან ისეთებიც, თვეში 10 დღე მოდიან. ორივე ასეთი იყო. როგორც კი ამბავი გავიგე, დავრეკეთ პოლიციაში. გაქცეული ფსიქიკურად დაავადებული კი იყო, მაგრამ რაც აქ დადის, კარგად იყო. კურდღლები გვყავს, იქ იყო წელიწადი მორჩილებაში, ლოცვებზე დადიოდა“, – განაცხადა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ბენიამინმა.

მუქარა ყოფილი მეუღლის მიმართ: ბრალდებულ სასულიერო პირს მონასტერში გაამწესებენ >>

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0