მდინარაძე: უდიდესი ტრაგედია დაგვემართა ქვეყანას

© Government of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს.
მდინარაძე: უდიდესი ტრაგედია დაგვემართა ქვეყანას
„ის მანიპულაციები, რაც დღეს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვნახეთ, ეს აბსოლუტურად სხვა კატეგორიაა. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას უახლოეს წლებში, მაგრამ ვისურვებდი, რომ არავის ესარგებლოს ტრაგედიით თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში დატრიალდა უდიდესი ტრაგედია და ნაცვლად იმისა, რომ ვიგლოვოთ და ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავირიდოთ მომავალში ასეთი ტრაგედიები, შიმშილზე ყურადღების გადატანა უადგილოა.

ტრაგედია ბაღდათში 3 თებერვალს მოხდა. წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ბავშვი, მათი ორსული დედა და ოჯახის ახლობელი ქალი.

ყველა ახალი ამბავი
0