ინაშვილი: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება იქნება 138/12-ზე
„უმრავლესობა ხომ ამბობს 100/50-ზე, ჩვენ ვეტყვით – რატომ 100/50-ზე? თუ შენ უკვე იმაზე მოდიხარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განვახორციელოთ, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა ხომ ვიცით, როგორიც არის, რამდენი ერთეულია და, მოდი, ასე გავაკეთოთ – 138/12-ზე. იყოს 12 მაჟორიტარი, რომელიც ყველა მხარეს წარმოადგენს. ან, რადგან თბილისი დიდი ოლქია, სამი მაჟორიტარი გამოვყოთ და მაშინ 135/15-ზე გამოვა. მეხუთე რაუნდის ფორმატში ჩვენი შეთავაზება ეს იქნება და ელჩებთან ამაზე უკვე ვისაუბრეთ“, – ამბობს ირმა ინაშვილი.
დეპუტატის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ კიდევ ერთი ინიციატივა – არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის მიღებაა.