Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თიკა ფაცაციას ვაჟები სახლში დარბიან და ყვირიან - რა მოხდა ვარსკვლავის ბინაში?

© Photo: Tika Patsasia / FBთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოზიტიური ტელესახე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. მისი უმცროსი ვაჟები ყვირილით დარბიან. ნახეთ ვარსკვლავის ემოციური ვიდეო.

პოზიტიური მომღერალი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟებს მთელ დღეს არ უთმობს, გადაღებიდან მოსულს სახლში ხშირად აურზაური ხვდება. რამდენიმე ვიდეო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. თიკა ფაცაცია ვაჟები დიდ ყურადღებას იქცევენ. უფროსი, შუათანა და უმცროსი ვაჟები საუცხოოდ გამოიყურებიან. საკმარისია, თიკა რომელიმე მათგანის სურათი გამოაქვეყნოს, კომპლიმენტები არ წყდება. ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ემოციები ვერ დამალა და თიკას შვილებს „ვარსკვლავის შედევრი“ უწოდა.

38 წლის ტელესახეს სამი ვაჟი ჰყავს. თიკა ფაცაცია ადრეულ ასაკში დაოჯახდა და ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე მასზე წლებით დიდი და ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს. ცნობილი სელებრითი აღნიშნავს, რომ მისი მოტივატორი ბიზნესმენი მეუღლე დავით ანთელიძეა.

თიკას უფროს ვაჟს კალათბურთელ ბიძას – ლევან ფაცაციას ამსგავსებენ. თიკას უფროსმა ვაჟმა ანდრომ  ინგლისურენოვანი სკოლა დაამთავრა. შუათანა ბიჭუნა იო 9 წლისაა, ხოლო ყველაზე პატარა- სანი 7 წლის გახდა. თიკა დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ დავით ანთელიძემ ამერიკაში ცხოვრების პერიოდში ყოფილმა მოდელმა  შემთხვევით ტელევიზორში შენიშნა. საქართველოში დაბრუნებისთანავე მისი გაცნობა გადაწყვიტა.

უახლეს ვიდეოზე თიკას ვაჟები ემოციებს ვერ მალავენ. ოთახის გარშემო დარბიან, ყვირიან და რაღაც უხარიათ. ამ ვიდეოთი თიკა ფაცაციამ თაყვანისმცემლები ძალიან დააინტერესა, რადგან სახალისო ვიდეოს წარწერა დაურთო. „რა გაუხარდათ ასე? სამი ცდით გამოიცანით...“- წერს ტელეწამყვანი. რამდენიმე საათში მიღებული უამრავი წერილის შემდეგ, თიკამ დაწერა, რომ შუქი მოვიდა და ამიტომ ბავშვები ემოციებს ვერ მალავდნენ. სხვადასხვა გადაცემის წამყვანმა ხუმრობით დაწერა, რომ სავარაუდოდ ხმაურის გამო მეზობლები გამოეხმაურნენ და მათ უპასუხეს.

ყველა ახალი ამბავი
0