Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სტანისლავ ბონდარენკო მეორე ცოლთან ერთად ტაილანდში ისვენებს - ცეცხლოვანი ფოტოები პლაჟიდან

© photo: courtesy of Nanuki Zhorzholiani's showსტანისლავ ბონდარენკო
სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო, სა­ქარ­თვე­ლო­ში პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის შემდეგ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და მისი პირადი ცხოვრება ყველას აინტერესებთ. ნახეთ როგორ ისვენებს ის მეორე მეუღლესთან ერთად

2016 წელს პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებასთან ერთად საქართველოში უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ძალიან პოპულარული გახდა. მისი საკმაოდ დადებითი როლებიდან და ასეთივე ხასიათიდან გამომდინარე, ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, განსაკუთრებით, ქალებს შორის. ბევრს აინტერესებს მისი პირადი ცხოვრება და მისი ბიოგრაფიის სხვა დეტალები.

ბონდარენკო 1985 წლის 2 ივლისს არის დაბადებული უკრაინაში. მსახიობს დიდი ოჯახი აქვს - უფროსი ძმა ჰყავს და ტყუპი და. მამამისი მშენებლობით და ასევე მანქანების შერემონტებით არის დაკავებული, დედა კი სტილისტის დამხმარეა. საკმაოდ უბრალო ოჯახი აქვს. ბავშვობა უკრაინაში გაატარა. 11 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. აქტიური ბავშვი იყო, განსაკუთრებით სამეჯლისო ცეკვების კუთხით აქტიურობდა. იმ პერიოდში მსახიობობაზე არ ფიქრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვის საავიაციო უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა ერთმა შემთხვევამ მისი გადაწყვეტილება შეცვალა.

საცეკვაო სტუდია, სადაც სტასი ცეკვავდა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოდიოდა კონცერტზე. გამოსვლისას სტასი შენიშნეს და დაიბარეს გასაუბრებაზე, მერე კი სამსახიობო ოსტატობის შესწავლა შესთავაზეს. კარგი გარეგნობის და ნიჭიერების წყალობით მალე მიიპყრო კინოსამყაროს ყურადღებაც და ცნობილი მსახიობის სტატუსიც მოიპოვა. სწორედ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე შეხვდა პირველად მომავალ ცოლს - მსახიობ იულია ჩიკლიევას.

 წყვილმა მალე იქორწინა - 2008 წელს, მერე ვაჟიც გაუჩნდათ. თუმცა 2015 წლის დასაწყისში სტასმა გამოაცხადა, რომ მას ეყრებოდა. „მეგობრებო, მინდა ყველას გაცნობოთ, რომ მე და იულია აღარ ვართ ერთად“, - დაწერა მაშინ სტასმა სოციალურ ქსელში, - ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ მალევე არ გავისაჯაროებია. მადლობა იულიას ყველაფრისთვის, და, რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი შვილი მარკისთვის. მიხარია, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე იულიასთან“.

ამჟამად მსა­ხი­ო­ბს მეორე ცოლი ჰყავს. 2019 წელს მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცოტა ხნის წინ ბონდარენკომ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის მეუღლესთან ერთად ტა­ი­ლან­დში ისვენებს. ბონ­და­რენ­კო წერს, რომ ბავ­შვე­ბი უკვე ენატ­რე­ბათ, თუმ­ცა ცოლ-ქმარს პი­რა­დი სივ­რცეც სჭირ­დე­ბა და ამ­ჯე­რად წყვილ­მა შვე­ბუ­ლე­ბის მარ­ტო გა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო 2016 წელს ქარ­თუ­ლი „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და თბილისში ბინა მოიგო. თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოდან წასვლა არც ისე იოლია და მსახიობი კვლავ ესტუმრა საქართველოს, კონკრეტულად კი, ბათუმში დასასვენებლად მეორე ნახევართან ერთად იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0