თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ხალვაში თბილისში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს კინოცენტრის განცხადებაში.
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა >>
გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
კინოცენტრმა რეჟისორის ბოლო ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ქართულ კინემატოგრაფში ახალი ტალღის შესახებ საუბრობს.
„ქართულ კინოს აქვს თავისი სუნი, თავისი სურნელება, რომელიც არ იკარგება. მოდის ახალი თაობები, მოდიან ახალი ადამიანები. პირველივე კადრიდან ვგრძნობ, რომ ეს საქართველოა, რომ ეს ქართველი რეჟისორია“, - განაცხადა ურუშაძემ თავის ბოლო ინტერვიუში.
ზაზა ხალვაში დაიბადა 1957 წლის 17 მაისს ბათუმში, ქართველი პოეტის, ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
ხალვაშმა გადაიღო ისეთი ფილმები, როგორიც არის „დრო“ (1981), „მიზერერე“ (1996), „სოლომონი“, (2015). რეჟისორის ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე წარმატებული ნამუშევარია ფილმი „ნამე“ (2017).
ზაზა ხალვაშის ფილმებმა მოიპოვა ჯილდოები ამსტერდამის, ლოკარნოს, მიუნჰენის კინოფესტივალებზე. თავის მასწავლებლად ხალვაში თვლიდა დიდ რეჟისორ თენგიზ აბულაძეს. მის ცნობილ ფილმში „ნატვრის ხე“ ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული.