წოწკოლაური: ოჯახს სოცდახმარება ხარვეზის გამო შეუჩერდა, განაცდური ერთიანად მივეცით

გამოწერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ბაღდათში გარდაცვლილი ოჯახის სოციალური დახმარების შეჩერებაზე საუბრობს.
წოწკოლაური: ბაღდათში დაღუპულ ოჯახს სოცდახმარება ხარვეზის გამო შეუჩერდა, განაცდური ერთიანად მივეცით
„2019 წლის ოქტომბრის თვეში, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მოხდა ოჯახის გადამოწმება, გამომომდინარე იქიდან, რომ მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განხორციელდა მათი ხელახალი გადაფასება. დეკემბრის თვეში აღმოიფხვრა აღნიშნული ხარვეზი და მათ მიიღეს სამივე თვის განაცდური ერთიანად. 2020 წლის იანვრის თვეში მათ დაერიცხათ ის შემწეობა, რომელიც ეკუთვნოდათ. რამდენიმე დღის წინ ოჯახმა მიმართა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს და განმარტეს, რომ გარდაეცვალათ ოჯახის წევრი. შესაბამისად მოითხოვეს კანონის ფარგლებში ხელახალი გადაფასება დემოგრაფიული ცვლილებიდან გამომდინარე. ამასთანავე განმარტეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნულ მისამართზე არ იქნებოდნენ“ - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ოჯახი, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებშიც ყოველთვიურად იღებდა დახმარებას.

ყველა ახალი ამბავი
0