საგაზაფხულო სესია წუთიერი დუმილით გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა დეპუტატებმა პატივი მიაგეს ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ოთხი ბავშვისა და ორი ქალის ხსოვნას

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასავლეთ საქართველოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ტრაგედია ბაღდათში: ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გადადო

ტრაგედია ბაღდათში გუშინ, საღამოს მოხდა. წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ბავშვი და ორი ქალი, მათ შორის, ორსული.

„პარლამენტის სახელით მსურს მწუხარება გამოვთქვა ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები დაიღუპნენ. ეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ერთ-ერთი რთული მომენტია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

ამის შემდეგ დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს.

ოპოზიციამ და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა პარლამენტთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადეს. ოპოზიცია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებისთვის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს "სირცხვილის დერეფნის" მოწყობას გეგმავდნენ. ოპოზიცია „სირცხვილის დერეფანს" დეპუტატებს ოთხშაბათს მოუწყობს. მათი მოთხოვნა უცვლელია - საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვა.

ყველა ახალი ამბავი
0