უგულავა: ტრაგედიის გამო პიკეტირება არ იქნება, გულწრფელად მოვუწოდებ გადადონ სხდომაც

© Sputnik / Shota Nozadzeპარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელი გიგი უგულავა
პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელი გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელი გიგი უგულავა საუბრობს მიზეზზე, თუ რატომ არ მოხდა დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება
უგულავა: ტრაგედიის გამო პიკეტირება არ იქნება, გულწრფელად მოვუწოდებ გადადონ სხდომაც
„ბაღდათის რაიონში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ექვსი ადამიანი. მე მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახს და ახლობლებს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, გუშინ ღამით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პიკეტირება არ ჩაგვეტარებინა. მიგვაჩნია, რომ ამ ტრაგედიის ფონზე ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება და გლოვაც. ასევე, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს დღეს გადაიდოს პარლამენტის სხდომა“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

პოლიტიკოსის განმარტებით, ხვალიდან კვლავ გაგრძელდება პარლამენტის შენობის პიკეტირება და სირცხვილის კორიდორები.

ყველა ახალი ამბავი
0