რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი გუდაური-ყაზბეგის გზაზე
გვირაბი გუდაური-ყაზბეგის გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლითაა დაშვებული

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო დანიშნულების საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია, აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ძლიერი წვიმა - Sputnik საქართველო
უამინდობა საქართველოში: სინოპტიკოსები წყალდიდობას და შტორმს ვარაუდობენ

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო, სამხედრო გზა ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

გარდა ამისა, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0