რუსეთის ჩემპიონი ყუშიტაშვილი ორ თვეს ციხეში გაატარებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი ყუშიტაშვილი
გიორგი ყუშიტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოკრივე გუშინ რუსეთის გვარდიის თანამშრომელზე თავდასხმის გამო დააკავეს - დაკავებულს შემოწმებისას კოკაინი აღმოაჩნდა

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. სამხედრო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის ჩემპიონს, მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილს, რომელიც, გამოძიების ცნობით, დაკავებისას რუსეთის გვარდიის თანამშრომელს დაესხა თავს.

ყუშიტაშვილი და მეორე მოკრივე ოვიკ ოგანისიანი შემოწმების დროს რუსეთის გვარდიის თანამშრომელზე თავდასხმის გამო 2 თებერვალს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. ყუშიტაშვილი არის რუსეთის ჩემპიონი 81 კგ წონით კატეგორიაში, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. პირადი დათვალიერებისას ყუშიტაშვილს 0,61 გ კოკაინი აღმოუჩინეს და ამოუღეს.

თბილისი - Sputnik საქართველო
ფიზიკური დაპირისპირება: საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სცემეს – ვიდეო

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყუშიტაშვილს აღკვეთის ზომად 1 აპრილამდე პატიმრობა შეუფარდა, იუწყება РИА Новости მოსკოვის სამხედრო სასამართლოს დარბაზიდან.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე ყუშიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნარკოტიკებს არ მოიხმარდა და არც ახლა მოიხმარს.

სხდომა სამხედრო სასამართლოში იმის გათვალისწინებით მიმდინარეობს, რომ ყუშიტაშვილი რუსეთის სამხედრო სამსახურში მსახურობს. ფორმალურად, ის ქალაქ ულან-უდეს სამხედრო ნაწილის სერჟანტია, მაგრამ მოსკოვის ЦСКА-ში ვარჯიშობს.

ოგანისიანი საქმეზე მოწმის სახით იკითხება. სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ყუშიტაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორც ყუშიტაშვილის მწვრთნელმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, მოხდა გაუგებრობა და თავად გიორგის სიტყვებით, „მას არავინ უცემია“. მისი თქმით, „როსგვარდიის“ დაშავებული თანამშრომელიც „ჯანიანი, ორმეტრიანი ბიჭია“, მაგრამ „მის სახეზე რაიმე შესამჩნევი დაზიანება არ ეტყობა“.

ყველა ახალი ამბავი
0