თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს გამარჯვება პირადად მიულოცა, ნათქვამია საქართველოს მთვარობის Facebook-გვერდზე.
პრემიერმა ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა.
„აღსანიშნავია, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, 2019 წელს, ექვსივე სპორტსმენმა ქვეყანას ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის მედალი მიუტანა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყველა მათგანს წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტული მიანიჭა“, - ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი გახარიამ ჩემპიონებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
ლუხუმ ჩხვიმიანი - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში;
ლაშა ტალახაძე - ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი;
ბექა ლომთაძე - თავისუფალი სტილით მოჭიდავე (-61 კგ), მსოფლიო ჩემპიონი;
ნუგზარ წურწუმია - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (-55 კგ), მსოფლიო ჩემპიონი;
ლაშა გობაძე - ბერძნულ-რომაული სტილით ქართველი მოჭიდავე (-82 კგ), მსოფლიო ჩემპიონი.