Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეკა ხოფერიას და მისი ულამაზესი ქალიშვილის მოგზაურობა მადრიდში – ელეგანტური დედა-შვილი

© Photo: Eka Khoperia / FBანანო ლევიძე
ანანო ლევიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა ხოფერია ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ სულ სხვა სპეციფიკის სამსახურს დიდი წარმატებით მოეკიდა და ახალი ჟურნალი „სითი“ დააფუძნა. მისი ოჯახი დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ეკა ხოფერია ქალიშვილთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს.

პოპულარული დედის პოპულარული ქალიშვილი ანანო ლევიძე დიდ ყურადღებას იქცევს. გოგონა საზღვარგარეთ სწავლობს. ოჯახის წევრებს იშვიათად ხვდება, თუმცა ქვეყნის გარეთ მათი გაერთიანება უზარმაზარ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული. About last week – ამ „ჰეშთეგით“ სურათი ცნობილმა ჟურნალისტმა და „სითის“ რედაქტორმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ეკა ხოფერია შეუდარებელ ქალიშვილთან ერთად ელეგანტურ ფორმაში მადრიდში პოზირებს. დედა-შვილის გარეგნობას უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა.

ეკა ხოფერიას ქალიშვილი ესპანეთში სწავლობს. მანამდე მშვენიერი გოგონა ინგლისში ცხოვრობდა და ბიზნესის კურსს ეუფლებოდა. ანანო სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ თანატოლებს შორის პოპულარულია. ბოლო ბერიოდის მანძილზე საზოგადოების ინტერესს მისი შეყვარებული იწვევს. ანანო კი რომანტიკული სურათების გაზიარებას არ წყვეტს. წვილი ერთად სხვადასხვა ძვირადღირებულ ქვეყანაში მოგზაურობს. მათ ამერიკა და მონაკო მოიარეს, ახლა ესპანეთში ეკა ხოფერია შეუერთდა.

ჟურნალისტ ეკა ხოფერიას ანანო ლევიძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ტელეწამყვანი მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე წლების წინ დაქორწინდა და ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ეკა იხსენებს, რომ ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან. მიშას და ეკას ორი ვაჟი ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0