Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საგარეო უწყება: ჩინეთიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

© photo: Sputnik / Anna Ratkoglo / გადასვლა მედიაბანკშივირუსი ჩინეთში
ვირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ქალაქ უჰანიდან საფრანგეთმა განახორციელა, ფრანგი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ კარანტინში რჩება.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ უჰანიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ჟურნალისტებთან.

კვირას ფრანგულმა მხარემ საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა. კონსტანტინიდის ინფორმაციით, მოცემულ მომენტში ისინი საფრანგეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან, სადაც კარანტინში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან. ერთი დღით ადრე, შაბათს თურქეთის მოქალაქეებთან ერთად უჰანიდან საქართველოს სამი მოქალაქე გამოიყვანეს. ისინიც კარანტინში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან ანკარაში.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი – ჩვენ გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს

„ბორტზე ასვლამდე მათ როგორც ჩინეთის მხარემ, ასევე საფრანგეთში ჩასვლისთანავე ჩაუტარეს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და ამ დროისათვის კორონავირუსის რაიმე ფაქტი ან სინდრომი არ გამოვლენილა. ასევე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს ბორტზე მყოფ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდათ კორონავირუსის სიმპტომები, ჩვენი საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნულ მგზავრებს არ დაუდასუტურდათ კორონავირუსის არსებობა და ისინი დაბრუნებული არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში", – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მისი ინფორმაციით, ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ადგილზე ჩვენი საელჩო საფრანგეთში ახორციელებს მონიტორინგს. ასევე გუშინწინ განხორციელებული ევაკუაციის შემდეგ, როდესაც ჩვენი სამი მოქალაქე თურქულმა მხარემ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ისინი თავს კარგად გრძნობენ, ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და მათი ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფებელია, კორონავირუსის სიმპტომები ამ შემთხვევაშიც არ იქნა აღმოჩენილი", – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

უჰანიდან ანკარაში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ>>>

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ბოლო მონაცემებით ჩინეთის ტერიტორიაზე ვირუსის შედეგად 361 ადამიანი დაიღუპა. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 17,2 ათას ადამიანს გადააჭარბა, 150-მდე დაავადებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფილიპინებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის აფეთქებას საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0