ხობში 50 წლის მამაკაცის მკვლელობა: დაკავებულია ერთი პირი

© Sputnik / STRINGERპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს სასჯელის სახით შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით,  ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლის კაცი მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც, მიმალვის მიზნით, ახლომდებარე სახლში შევიდა და იქ მცხოვრებ, 77 წლის ქალს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

ორივე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც 50 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობების გამო გუშინვე გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჩაუტარდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ხობში სტუმარმა სახლის მასპინძელი დაჭრა >>

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0