Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რეკორდულ ვადებში: უხანში ათას პაციენტზე გათვლილი საავადმყოფო 10 დღეში აშენდა

© photo : courtesy of the Central Hospital of Wuhan / გადასვლა მედიაბანკშიChina New Coronavirus
China New Coronavirus - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი საავადმყოფოს მშენებლობა ათ დღეში დასრულდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით.

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი 24 იანვარს დაიწყო. სამედიცინო დაწესებულება 1000 პაციენტზეა გათვლილი და მან ფუნქციონირება 3 თებერვალს უნდა დაიწყოს.

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV.

 ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა.

უხანიდან ანკარაში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ >>

გარდა ამისა, კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არსებობს 19 544 ადამიანის მიმართ, ხოლო კიდევ დაახლოებით 137,6 ათას კაცს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, აკვირდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0