თამრიკო ჭოხონელიძე: იმდენად ყველაფერი გავეცი სიყვარულს, რომ შეიძლება უკვე დავიცალე

© Facebook / Tamriko Chokhonelidzeთამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამრიკო ჭოხონელიძე საუბრობს საკუთარ თავზე და თავის ცხოვრებისეულ დამოკიდებულებებზე სხვადასხვა თემის მიმართ.
თამრიკო ჭოხონელიძე: იმდენად ყველაფერი გავეცი სიყვარულს, რომ შეიძლება უკვე დავიცალე
„ძალიან დიდი ოჯახი მაქვს და მყავს ჩემი ყველაზე დიდი საგანძური - დედა. თუმცა მაინც ვთვლი, რომ ჩემი ოჯახი სრულყოფილი არ არის, იმიტომ, რომ გვერდში მეუღლე არ მყავს. ქალისთვის აუცილებელია, რომ გვერდში მეუღლე ჰყავდეს. თუ რამეს გავურბივარ და თუკი რაიმესი მეშინია - ეს ორპირობაა. იმდენად წრფელი ვყოფილვარ, რომ მერე ვხვდები - ადამიანი აქ სხვა თამაშს თამაშობს, იქ - სხვა თამაშს... ასე ცხოვრება ძალიან ძნელია, პირველ რიგში, მისთვის. როცა მივხვდი, რომ ორპირი ადამიანია, ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია და საშინელება იყო. როცა შეგნებულია ღალატი, როცა იცი, რომ ამას იმიტომ აკეთებ, რომ ვინმეს გულს ატკენ, ეს საშინელებაა. არის ღალატი, რომელიც უნებურად გამოგდის, აქ კიდევ შეიძლება იმაზე ფიქრი: აპატიო თუ არა. მაგრამ როცა იცი, რომ შეგნებულად აკეთებს, აპატიო კი არა, შენი ცხოვრებიდან საერთოდ უნდა ამორეცხო. გულწრფელი მეგობრობა ყოფილ მეუღლეებს შორის გამორიცხულია“, - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს: როცა საქმე შვილებს ეხება, მე და გიას ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. თუკი ვინმე გამოჩენილა და ჩემთან მიმართებაში რაიმე უცდია -მე მას ვკეტავ, არ მინდა. შინაგანად რაღაცას ვაპროტესტებ, მაგრამ ვის ვუპროტესტებ -თვითონ არ ვიცი.

ყველა ახალი ამბავი
0