წლის პირველ მატჩში ქართველმა ბორჯღალოსნებმა რუმინელები გაანადგურეს

© photo: Georgian Rugby / FB რაგბი, საქართველო-რუმინეთი
რაგბი, საქართველო-რუმინეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის პირველი საშინაო მატჩი ქართველმა ბორჯღალოსნებმა „დინამო-არენაზე“ ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულეს

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში გამართულ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 41:13 დაამარცხა და მეცამეთედ მოიპოვა ანთიმოზ ივერიელის თასი, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს“ ცხრაჯერ დაეუფლა, რუმინეთი კი ერთხელ.

დუბლი შეასრულა დავით კაჭარავამ, ლელო დადეს ბექა გიგაშვილმა, თედო აბჟანდაძემ  და გიორგი ჭყოიძემ.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0