ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია

© photo: Roads Department of Georgia / FBგაწმენდითი სამუშაოები გზაზე
გაწმენდითი სამუშაოები გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საქართველოს ზოგიერთ ავტომაგისტრალზე პარასკევს დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია, იუწუება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: საქართველოს მასშტაბით ტრანსპორტისთვის გზებზე აკრძალვები დაწესდა

კერძოდ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე,  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გომი-ჭიათურას მონაკვეთზე.

ნარჩუნდება შეზღუდვები ნაქერალას უღელტეხილზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის 75-126-ე კმ მონაკვეთზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა გზებზე შეზღუდვები დიდთოვლობის გამო დაწესდა.

ყველა ახალი ამბავი
0