თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად უზბეკეთში, სირდარის ოლქში, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი“ ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით.
ინციდენტი შაბათს დილით ქალაქ გულისტანის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. ავტომობილი Chevrolet Cobalt შემხვედრ ზოლზე გადავიდა და Damas-ის მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა.
„Damas-ის მძღოლი და მიკროავტობუსის სამი მგზავრი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე დაიღუპნენ, კიდევ ერთი - საავადმყოფოში“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
კიდევ ორი მგზავრი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.