Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე ორიგინალურად აღნიშნეს თინა დალაქიშვილმა და მისმა შეყვარებულმა ერთი წლის იუბილე - ფოტო

© photo: Tina Dalakishvili / FBთინა დალაქიშვილი
თინა დალაქიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართელი კინოს ამომავალი ვარსკვლავი ექსტრავაგანტულობით გამოირჩევა. თინა დალაქიშვილს ახალი პარტნიორი ჰყავს. პირადი ურთიერთობის დეტალების აფიშირებას არ წყვეტს. მისმა უახლესმა შიშველმა ფოტოებმა აჟიოტაჟი გამოიწვია

ნაზმა, ჩუმმა, ლამაზთვალება გოგონამ თითქოს მეტამორფოზა განიცადა. თინა დალაქიშვილს თაყვანისმცემლები ვეღარ ცნობენ. მისი ლამაზი სხეული უამრავი ტატუთი დაიფარა. ცოტა ხნის წინ მან შეყვარებულს კიდევ ერთი ტატუ მიუძღვნა. სვირინგი ინტიმურ ადგილას ამოიხატა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მსახიობმა „მე შენ მიყვარხარ“ დაიწერა და გაუგებრობის ასაცილებლად უცხოელი ფანებისთვის გადათარგმნა. თინას ცხოვრებაში ნიკუშა ანთაძის გამოჩენის შემდეგ, ნიჭიერი მსახიობი მეტად თამამი გახდა. ცოტა ხნის წინ წყვილმა ერთად ყოფნის ერთი წლის იუბილე ერთ-ერთ ბარში 70-იანი წლების ჩაცმულობით აღნიშნეს და წვეულება მოაწყვეს.

View this post on Instagram

The 1st anniversary feels like The 70th 😻

A post shared by Nikusha Antadze (@justnikusha) on

მიუხედავად იმისა, რომ თინა პროფესიით მსახიობი არ არის, რეჟისორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. რუსეთსა და საქართველოში მის გარეგნობას და სამსახიობო მონაცმებს აფასებენ და უამრავ კინოფილმში იწვევენ. მათ შორის არის პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“; ფილმი „მძევლები“; „სიყვარული აქცენტით“; „ვარსკვლავი“ და სხვა მრავალი...

View this post on Instagram

Buy her ropes not roses ⛓ . 📷@vsemogush_

A post shared by Nikusha Antadze (@justnikusha) on

თინა დალაქიშვილი ობიექტის წინ ხშირად შიშვლდება. მისი ეროტიკული ხასიათის ფოტოები ინტერნეტ-სივრცეში დიდი რაოდენობით მოიპოვება. როგორც თავად იხსენებს, რაც საკუთარი თავი ახსოვს მუდამ ხატავს. უყვარს სახლში ყოფნა, ამიტომ მისი ფოტოები უფრო ხშირად სწორედ სახლშია გადაღებული. თინას ნამუშევრების გამოფენას შემდეგი წლისთვის უნდა ველოდოთ. ერთ-ერთ ინნტერვიუში პოპულარულმა მსახიობმა დააანონსა და აღნიშნა, რომ ხატვა მისთვის სხვა განზომილებაა და გამოფენისთვის ემზადება.

View this post on Instagram

⚡️ Too much of everything is never enough ⚡️

A post shared by Nikusha Antadze (@justnikusha) on

უცხო და უცნაური გარეგნობით გამორჩეული თინა ყველას აღფრთოვანებას არა მხოლოდ წარმატებულ და რეიტინგულ ფილმებში მონაწილეობით იწვევს, არამედ მისი მეტყველი თვალებით. რითიც შეაყვარა თავი ახალ შეყვარებულს, ერთ-ერთი კომპანიის კრეატიულ დირექტორს ნიკუშა ანთაძეს. თინა დალაქიშვილი 28 წლისაა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ცნობილი კინორეჟისორები მრავალ საპასუხისმგებლო როლზე თინას ამტკიცებენ და არც ცდებიან. მისი ნიჭისა და მონდომებული თამაშის წყალობით ფილმები საერთაშორისო ასპარეზზე გადის და მაღალი დონის კინოფესტივალებიდან ჯილდოებით ბრუნდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0