თათია შარანგია: რასაც მთელი ცხოვრება იდეალად ვთვლიდი, ჩემთვის ჩამოიმსხვრა

© Photo: Tati Shelia-Sharangia / FBთათია შარანგია
თათია შარანგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თათია შარანგია თავის პირველ ქორწინებაზე საუბრობს, ახსენებს განქორწინებას, რომელმაც გარკვეული კომპლექსებიც ჩამოუყალიბა

 

თათია შარანგია: რასაც მთელი ცხოვრება იდეალად ვთვლიდი, ჩემთვის ჩამოიმსხვრა
„მიუხედავად ყველაფრისა, განქორწინება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ეს გადაწყვეტილება ერთობლივად, თუმცა მაინც უფრო მე მივიღე. იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი ამისთვის თავი ამერიდებინა. განქორწინება ყველასთვის სწორი იყო, თვით ყოფილი მეუღლისთვისაც, რაც მთავარია, შვილებისთვის იყო სწორი. ისეთი პერიოდიც მქონდა, როცა მერჩივნა მარტო ოჯახის წევრებთან ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემი „ჩაკეტილობა.“ მე საყვარელი ადამიანების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ყველა გოგო ოცნებობს იმაზე, რომ ვისზეც დაქორწინდება იმ ქორწილმა მარადიულად გასტანოს, ჩემ შემთხვევაშიც ასეა იყო,“- ამბობს თათა შარანგია სატელევიზიო გადაცემაში.  

ტელეწამყვანი თათია შარანგია ამბობს: „რთული იყო იმაზე ფიქრი, მშობლებს როგორ მივაწოდებდი ამ ამბავს, საზოგადოებასაც, რადგან საზოგადოების აზრს ძალიან დიდ ანგარიშს ვუწევ. ეს ყველაფერი ჩემთვის კომპლექსებს გაუტოლდა. მაშინ ოჯახის წევრები მშობლები და ჩემი და დამიდგნენ გვერდში. ყველაზე ფასეული, რაც იმ ქორწინებიდან მომყვება- ეს ჩემი შვილებია“.

ყველა ახალი ამბავი
0