საქართველო-რუსეთის საზღვარზე 300-ზე მეტი ავტომობილია გაჩერებული

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისატვირთოები საქართველოს სამხედრო გზაზე
სატვირთოები საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამხედრო-გზაზე სიტუაცია უარესდება: 315 ავტომობილი და 430-ზე მეტი ადამიანი გზის გახსნას ელოდება

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. 300-ზე მეტი ავტომობილია გაჩერებული გრძელ რიგში, რომელიც საქართველოს სამხედრო გზაზე უხვი თოვლის გამო შეიქმნა, იუწყება РИА Новости საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.

ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია >>

დიდთოვლობა აჭარაში - Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

კერძოდ, 315 ავტომობილი და 430-ზე მეტი ადამიანი გზის გახსნას ელოდება. გზაზე ფუნქციონირებს გათბობისა და კვების სტაციონალური პუნქტები. ერთი მოძრავი პუნქტი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ უზრუნველყო.

გუშინ ზვავსაშიშროების გამო საქართველოს ხელისუფლებამ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის კობი-გუდაურის მონაკვეთი ჩაკეტა. საქართველოს მხრიდანაც მსგავსი სიტუაციაა, აქაც უამრავი მანქანაა გაჩერებული.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი - ერთადერთი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0