Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რომელს უფრო უხდება? - ნინო ჩხეიძე და ლედი გაგა „შანელის“ თეთრ კაბებში - ფოტო

© Facebook / Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ჩხეიძე „შანელის“ კაბებით საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება, ეს უკვე არავის უკვირს, თუმცა მისმა ახალმა ლუქმა შეძლო და სოციალური ქსელი აალაპარაკა

ცნობილი მომღერალი ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. თუმცა, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე მის გვერდზე უამრავი ადამიანი გაერთიანდა. მომღერალი თაყვანისმცემლებს ულამაზესი „ლუქების“, მოგზაურობისა და კონცერტების გაზიარებით ანებივრებს. მას უკვე 113 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ნინო მათთან ურთიერთობის დამყარებას სხვადასხვა ხერხით ცდილობს. მისი პოზიტიური განწყობა გადამდები აღმოჩნდა, შესაბამისად, ყოველ ახალ გამოწვევას ფანები დიდი სიამოვნებით ეგებებიან.

ნინო ჩხეიძეს პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ ხიბლავს. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში მისმა საიდუმლომ ბევრი ადამიანი დააინტერესა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არტისტმა ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მის გარშემო აგორებული ჭორები სიმართლეს შეესაბამება და ქმართან უამრავი კილომეტრი აშორებს. ნინო ჩხეიძე და მისი ბიზნესმენი მეუღლე ერთმანეთს საზღვარგარეთ ხვდებიან. 2013 წლიდან დღემდე ნინო ჩხეიძე და მისი მეუღლე ერთმანეთს საზღვარგარეთ ხვდებიან. შემსრულებლის პროდიუსერი მისი ბიზნესმენი მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ნინოს გასტროლებს ხელმძღვანელობს. ბოლოს ოჯახი მონაკოში, მონტე-კარლოში გაერთიანდა. აქ ნინომ თაყვანისმცემლებს ულამაზესი საღამო აჩუქა.

მომღერალი ნინო ჩხეიძე „შანელის“ კაბებით საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება, ეს უკვე არავის უკვირს, თუმცა მისმა ახალმა ლუქმა შეძლო და სოციალური ქსელი აალაპარაკა. ნინო ჩხეიძე აქვეყნებს ფოტოს, ის „შანელის“ იმ კაბითაა, რომელიც ცოტა ხნის წინ ლედი გაგამაც მოირგო. ნინო ჩხეიძეს სოციალურ ქსელში ლუქს უწონებენ და ამბობენ, რომ ლედი გაგა დაჩრდილა.

ყველა ახალი ამბავი
0