თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ კონტრაქტი თბილისის „საბურთალოსთან“ გააფორმა, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
„არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ჩვენს ტკივილს აღვწერთ ახლა“ – კობი ბრაიანტის მეუღლე >>
„საბურთალოსა“ და 26 წლის ჰავ-ბეკს შორის შეთანხმება გათვლილია ერთ წელიწადზე ამავე ვადით შესაძლო გახანგრძლივებით. გარიგების ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.
ჭანტურია „საბურთალოში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რადგან ერთ წელიწადზე დიდ ხანს კლუბის გარეშე იყო. ქართველი ნახევარმცველის ბოლო გუნდი იყო რუსეთის „ურალი“, რომლის სახელით 2016 წლის ივლისიდან 2019 წლის იანვრამდე თამაშობდა.
რუსეთის პრემიერ-ლიგამდე ჭანტურია რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპაში თამაშობდა. ფეხბურთელის სამსახურებრივი სია ასე გამოიყურება: „ვიტესი“ (ჰოლანდია), „კლუჟი“ (რუმინეთი) და „დიუსბურგი“ (გერმანია).
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მის შემადგენლობაში ჭანტურიამ ჩაატარა 15 მატჩი, რა დროსაც გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა. ბოლოჯერ ნახევარმცველი ეროვნული ნაკრების მაისურით მინდორზე 2017 წლის სექტემბერში გავიდა - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშში ირლანდიის წინააღმდეგ (1:1).