Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დროა ანა სულაბერიძე სახლში წავიყვანოთ“ - ნოე და ჯანეტი პატარასთან ერთად ვიდეოს აქვეყნებენ

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი ფეხმძიმობის მანძილზე წყვილი სახელის შერჩევაზე ფიქრობდა. ჯანეტმა და ნოემ შვილის სქესი „პრაიმ შოუს“ გადაცემაში გაამხილეს. მათი გოგონა 28 იანვარს დაიბადა. ნოემ და ჯანეტმა ქალიშვილის სახელიც გაამხილეს

ფეხმძიმობის პერიოდში „მის საქართველო 2011“ აქტიური ცხოვრებით გამოირჩეოდა. მან ასეთი ცხოვრებისთვის მეუღლეს მადლობა გადაუხადა და მორიგი სკანდალური განცხადება გამოუვიდა. „მადლობა ნოეს, რომ სახლში არ დამსვა...“ – განაცხადა ჯანეტ ქერდიყოშვილმა. მოდელმა ფეხმძიმობის პერიოდს დაამთხვია საკუთარი ტანსაცმლის ხაზის შექმნა. მისი თქმით, ნოე იდეის განხორციელებაში დაეხმარა.

View this post on Instagram

#newfamilymember #goinghome 💞#thankyou #thankyouall #specialthanks @chachava_clinic 💫

A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze) on

ნოესთვის ეს მესამე ოჯახია და მესამე შვილია. ცნობილ პროდიუსერს ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან და სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და მომდევნო გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ. ახლა კი დის დაბადების შემდეგ მამასთან ერთად სამშობიაროს და ოჯახის ახალ წევრს მიაკითხეს. ნოემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უსაყვარლესი სურათები, სადაც და-ძმა ჩვილს აკვირდება.

View this post on Instagram

#motherhood 💞 📸by @mosheinlove 💫

A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze) on

ჯანეტის მიერ სამშობიაროდან გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, რომ გოგონას ანა დაარქვეს. დიდი ფიქრისა და უამრავი აზრის გამოკითხვის შედეგად პოპულარულმა დედ-მამამ არჩევანი ბერძნულ-ებრაულ სახელზე შეაჩერა. ნოეს უფროს ვაჟს საშკა ჰქვია, ხოლო შუათანა გოგონას – ლიზა. მათი ოჯახის ახალი წევრი 3400 გრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანეობას აბრალებენ ყოფილი ცოლების გამო, ის და ჯანეტი საქართველოში ერთ-ერთი წარმოსაჩენი წყვილი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ გარეგნულმა მსგავსებამ და ერთნაირმა ინტერესებმა წყვილი უფრო დაამსგავსა და დააახლოვა. როგორ ჩანს, პროდიუსერი და მოდელი ერთმანეთზე შემოქმედებითი კუთხით პოზიტიურად ზემოქმედებენ. წყვილმა სოციალურ ქსელში პატარა ანასთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მათი სიხარულის გამზიარებელ ადამიანებს მადლობას უხდიან.

ყველა ახალი ამბავი
0