ქართულ-შვეიცარიული კომპანია უკრაინის პორტს უხელმძღვანელებს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიხერსონის პორტი
ხერსონის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტენდერის პირობების შესაბამისად, პორტის განვითარებაში ინვესტიციებმა არანაკლებ 300 მილიონი გრივნა უნდა შეადგინოს, ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში კი - 18 მლნ გრივნა

თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. ქართულ-შვეიცარიულმა კომპანიამ LLC RISOIL-KHERSON, კონცესიის ფარგლებში,  ხერსონში უკრაინული პორტის მართვის 30-წლიანი უფლება მოიპოვა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.

LLC RISOIL-KHERSON „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებულმა კომპანიამ Petrol Oil and Chemicals და შვეიცარიულმა კომპანიამ Rissoil S.A. შექმნეს.

ხერსონის პორტის მართვის ტენდერი უკრაინის ხელისუფლებამ 2019 წლის 12 სექტემბერს გამოაცხადა.

ტენდერის პირობებით, გამარჯვებულს პორტში 300 მილიონი გრივნა უნდა დაებანდებინა. გარდა ამისა, კომპანიას 18 მილიონი გრივნა უნდა გამოეყო ადგილობრივი ინფრასტრუქტურისთვის.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული კომპანიაა ყოველწლიური 160 მილიონ დოლარიანი შემოსავლით. კომპანია და მისი შვილობილი უწყებები საქმიანობენ ენერგეტიკის, მშენებლობის, უძრავი ქონების, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0