როგორ აისახა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საფინანსო ბაზრებზე

© AP Photo / Andy Wongსაფონდო ბირჟა ჩინეთში
საფონდო ბირჟა ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთში გაჩენილმა კორონავირუსმა ნეგატიური გავლენა საფინანსო ბაზრებზე უკვე იქონია, თუმცა ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ამ ეპიდემიის გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე მოკლევადიანი ეფექტი ექნება.

კორონავირუსმა საფინანსო ბაზრების რყევა გამოიწვია, განუცხადა „საერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოს“.

„შანხაი კომპოზიტის ინდექსი დაეცა 2,75%-ით, იაპონური ნიკეის ინდექსი – 2%-ით, სტანდარტ ენდ პურსის ინდექსი – 1,5%-ით, ასევე დაეცა რუსეთის ბირჟის ინდექსებიც. ნავთობი დაეცა 2%-ით, სპილენძის ფასი დაეცა 2,5%-ით, ხოლო პალადიუმის ფასი – 4%-ით, და ეს ყველაფერი ჩინეთში კორონავირუსის გამოჩენას უკავშირდება“, – მიაჩნია ნიკა შენგელიას.

ანალიტიკოსის აზრით, საფონდო ბაზრებზე ასეთი მგომარეობა, სავარაუდოდ, კიდევ სამი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

„გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია ფასები გაიზარდოს გაზზე, რადგან ინვესტორები თავიდან იცილებენ რისკიან აქტივებს. ამ ფონზე კი ძლიერდება აშშ დოლარი, ოქრო, შვეიცარული ფრანკი და იაპონური იენი“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

ფეისბუქი - Sputnik საქართველო
ბრძოლა კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ ინფორმაციასთან: Facebook-ის საგანგებო განცხადება

საფინანსო ბაზრებზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ჩინეთში კორონავირუსი შემთხვევით არ გაჩენილა და ამას ძალიან კონკრეტული ეკონომიკური მიზნები ჰქონდა.

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძეც მიიჩნევს, რომ ჩინეთში კორონავირუსის გავრცლების შემდეგ საფინანსო ბაზრები გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე ეპიდემიის ეკონომიკური ზიანის მასშტაბებზე საუბარი ნაადრევია. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეპიდემიოლოგიური პრობლემები გლობალურ ეკონომიკას ათეულობით მილიარდი დოლარი უჯდება (Sars ვირუსის ეპიზოდის შემთხვევაში 2003 წელს ზიანმა 40 მლრდ დოლარს გადააჭარბა).

„მართალია, ვირუსისგან გამოწვეული დანაკარგების ამოღება შეუძლებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვირუსისგან გამოწვეული ექსტრემალური მდგომარეობის ბუნება მოკლევადიანია, ხოლო ეკონომიკური ვითარება ხასიათდება სწრაფი რეგენერაციით“, – აღნიშნა რატი აბულაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
საგანგებო ვითარება: კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება – უახლესი მონაცემები

ეკონომისტის თქმით, ასევე აღსანიშნია, რომ არსებული მოცემულობის პირობებში გამოწვევების წინაშე დგება სადაზღვევო და საფინანსოი ბაზრები. საფინანსო ბაზრებზე აქციონერები ცდილობენ განსაზღვრონ მოსალოდნელი სცენარი. ამჟამად „ძირითადად შეიმჩნევა იმ კომპანიების აქციების გაუფასურება, რომელთა გაყიდვები დამოკიდებულია ჩინეთზე. თუმცა, ფასები გაიზარდა იმ კომპანიის აქციებზე, რომლებიც აწარმოებენ სამედიცინო ნიღბებს, ხელთათმანებს. ამ ეტაპზე ეს პროცესი არსებითი გავლენის არ არის და ჯერ ნეგატიურ გავლენას ვერ იქონიებს ლიკვიდობაზე".

რაც შეეხება ნავთობის ფასს, ეკონომისტის თქმით, ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას მსოფლიო ბაზრებზე დაფიქსირდა შემცირების ტენდენცია, ხოლო მოგვიანებით – ზრდა. შემცირება განაპირობა ტრეიდერების მოლოდინმა ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის მოსალოდნელი შემცირების თაობაზე.

რატი აბულაძის აზრით, აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტული და ეკონომიკური კავშირების გამო ჩინეთიდან გავრცელებული ეპიდემიის გვერდითი ეფექტები აისახება აზია–წყნარი ოკეანის რეგიონზე და გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან აშშ და ევროპაც.

„პროცესების მონეტიზირება აჩვენებს, რომ თუ ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 0.1%-ით შემცირდება, მაშინ აშშ-სა და ევროპის ზრდა შემცირდება 0.2%-ით. ხოლო ავსტრალიის ეკონომიკაზე ეს პროცესი ორჯერ მეტ გავლენას იქონიებს. არსებითია აღინიშნოს, რომ დღეს გავლენის მასშტაბები უმნიშვნელოა“, – აღნიშნა ეკონომისტმა.

დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: პროდუქტები ჩინეთიდან საშიში არ არის

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის 9692 დაავადებულიდან 1 527 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 213 გარდაიცვალა, ხოლო 171 პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველომ უკვე აკრძალა ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი, დროებით შეაჩერა ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა, ხოლო აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში ექიმები საქართველოში შემოსულ მგზავრებს ამოწმებენ.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0