ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ აქვთ

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის სუბტიპთან დაკავშირებით ისაუბრა.
ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ აქვთ
„ლუგარში“ ორჯერ ჩატარდა ტესტი, რათა დავრწმუნებულიყავით საბოლოო შედეგში. ჩვენ ვადგენთ 22 ვირუსზე რეაქციას, მათ შორის, ხუთი კორონავირუსის ტიპზე. ასევე „მერსიკოვზე“. ეს გახლდათ კორონავირუსი, რომელმაც 2012 წელს შუა აღმოსავლეთში ეპიდაფეთქება გამოიწვია. დილის მონაცემებით დადასტურდა, რომ არც ერთ ვირუსზე დადებითი რეაქცია არ იყო. ჩვენ დღეს არ გვაქვს სუბტიპი კორონავირუსის, რომელიც დღესდღეობით ტრიალებს ჩინეთში, ამის გამო პაციენტების მონაცემები მაინც გაიგზავნა როტერდამში, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ კორონავირუსის იმ სუბტიპთან საქმე არ გვაქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცენტრის ხელმძღვანლის განმარტებით, სავარაუდოდ, კორონავირუსის სუბტიპი სამშაბათს-ოთხშაბათს დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0