აეროპორტში დააკავეს მგზავრი ქალი, რომელიც თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია S7-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია S7-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია S7-ის კუთვნილი ლაინერი საგანგებო რეჟიმში დაჯდა აეროპორტში, რის შემდეგაც ის სადგომზე გადაიყვანეს მგზავრებთან ერთად.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაკავებულია მგზავრი ქალი, რომელიც ფრენის დროს თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიმფეროპოლიდან გამოფრენილი ავიაკომპანია S7-ის კუთვნილი ლაინერი საგანგებო რეჟიმში დაჯდა მოსკოვში, რის შემდეგაც ის სადგომზე გადაიყვანეს მგზავრებთან ერთად. მიზეზი: ერთ-ერთმა მგზავრმა ქალმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე 195 ადამიანი იმყოფებოდა.

დაწყებულია შემოწმება.

ყველა ახალი ამბავი
0