სენაკში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალი ემსხვერპლა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მარტოხელა ქალს ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც, სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სენაკის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სახანძრო - Sputnik საქართველო
ქედაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა ნაფეტვარიძის ქუჩაზე დღეს მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მარტოხელა ქალს ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც, მათი ვარაუდით, ხანძარი გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0