Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გუდაურიდან ჩამოყვანილ ჩინელ ბავშვებს A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. გუდაურიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ ჩინეთის არასრულწლოვან მოქალაქეებს A ტიპის ვირუსი აღმოაჩნდათ, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
თბილისში ჰოსპიტალიზებულია ჩინელების ჯგუფი ვირუსის სიმპტომებით – ვიდეო

დღეს გუდაურიდან ჩინეთის ცხრა მოქალაქე, მათ შორის, ორი ბავშვი ჩამოიყვანეს და ვირუსის სიმპტომებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. გუდაურიდან ტურისტების თბილისში გადმოყვანა და სპეციალურ ბოქსებში განთავსება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მათ მაღალი ტემპერატურა და ვირუსის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები დაუფიქსირდათ. ისინი ჩინეთიდან ბაქოში  21 იანვარს ჩაფრინდნენ, ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოში 25 იანვარს ჩამოვიდნენ.

„რენტგენოლოგიური კვლევა ჩაუტარდა ორ ჩინელ ბავშვს. არც ერთ მათგანს პნევმონია არ აღმოაჩნდა, ანუ მათ არ აქვთ ფილტვების ანთება, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა. გარდა ამისა, ამ ორ ჩინელ ბავშვს ხახიდან აღებულ ნაცხში აღმოაჩნდა A ტიპის გრიპის ვირუსი. დიდი ალბათობით, აქვთ A ტიპის გრიპი და არ აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია", – განაცხადა ცერცვაძემ.

აღნიშნულ საკითხზე დღეს პრესკონფერენცია ჩაატარა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება და თუ დაფიქსირდა, ქვეყანა ამასთან საბრძოლველად მზად არის.

„მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, ნუ მივეცემით აჟიოტაჟს, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება, მასზე იქნება დაუყოვნებლივი პასუხი და რეაქცია. საავადმყოფოები ამისთვის მზადყოფნაში არიან, ყველანაირი მედიკამენტური საშუალება არსებობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს სამედიცინო დახმარება გაეწიოთ, ეპიდემიოლოგიური და პრევენციური სამსახური მზად არის, მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი საზღვრების ქვეყანაში, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის იმპორტი და თუ ასეთი დაფიქსირდა, შესაბამისი ღონისძიებები დაუყოვნებლივ გატარდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჩინეთში კორონავირუსს ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულია 7,7 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან შემთხვევების 20%-ში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ერთ დღეში 1,7 ათასზე მეტი ადამიანი დასნებოვნდა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 170 ადამიანი. ეს კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქების მესამე შემთხვევაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. დაინფიცირების შემთხვევები ასევე გამოვლინდა 17 ქვეყანაში.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ბრიფინგზე სპეციალისტებმა ყველას მოუწოდეს, არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომელსაც მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს. მათი თქმით, საქართველოს აეროპორტებში ჩამოსულმა ადამიანებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ, რომ გადიან სპეციალურ შემოწმებას, რადგან ეს სკანერებით ხდება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება ყველანაირ ზომას იღებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ეს ვირუსი არ გავრცელდეს.

ყველა ახალი ამბავი
0