კურორტ ბახმაროზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იგეგმება

გამოწერა
ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კურორტ ბახმაროზე დასასვენებელი სკვერების განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ Facebook-გვერდზე.

ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო და ზემო ავსტრია სოფლის მეურნეობის სფეროში ითანამშრომლებენ

გეგმა მოიცავს ბახმაროს სარეკრეაციო არეალში მდებარე 13,8 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების, ტროტუარების და ნარგავების, ბორდიურების, ტერიტორიის მწვანე საფარის, დეკორატიული ღობის მოწყობის და გამწვანების სამუშაოებს. სკვერში განთავსდება სკამები, დამონტაჟდება გარე განათება, ფანჩატური და გაკეთდება ბავშვთა სათამაშო სივრცეები.

ბახმაროში ასევე მოწესრიგდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.

ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით. ბახმაროს კურორტზე სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0