რუსული საწარმოები ლითონს საქართველოს გავლით გადაზიდავენ

© photo: Sputnik / Aleksandr Korkka / გადასვლა მედიაბანკშიმეტალურგიული კომბინატი
მეტალურგიული კომბინატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული მეტალურგიული კომბინატები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ყოველთვიურად 70 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვას გეგმავენ.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რუსული მეტალურგიული საწარმოები თავიანთ პროდუქციას თურქულ ბაზარზე ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით გადაიტანენ, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

გუშინ რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში ფოლადის ფილებით 30 ვაგონი დატვირთეს და დანიშნულების ადგილისკენ გაგზავნეს.

მატარებლები საწვავით - Sputnik საქართველო
ყირგიზეთიდან მატარებლებმა ტვირთების საქართველოში გადაზიდვა დაიწყეს

სატვირთო ვაგონები დაფარავენ 5175 კილომეტრ გზას და რუსეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გაჩერდებიან თურქეთის ფაიასის სადგურზე. ტვირთის საერთო წონაა 2053 ტონა.

ეს კომპანია EВРАЗ Нижнетагильский металлургический комбинат-ის პირველი ტვირთია, რომელიც ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით გადააქვთ. ამჟამად ტრანსპორტირება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალში დაგეგმილია ტვირთის მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა.

ამას გარდა, ამჟამად ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ყოველთვიურად 20 ათასი ტონა ფოლადი გადააქვს რუსეთის სხვა მეტალურგიულ გიგანტს ММК. სავარაუდოდ, ტვირთის ეს რაოდენობა უახლოეს თვეებში 30-40 ათას ტონას მიაღწევს.

საქართველო-აზერბაიჯანი: რა აკავშირებს მეზობელ ქვეყნებს>>

მთლიანობაში მხოლოდ ეს ორი კომპანია ყოველთვიურად ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით 70 ათას ტონა ტვირთს გადაიტანს.

ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე საექსპორტო ტვირთებით დატვირთული მატარებელი ივლის - Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით ავტომობილებით დატვირთულმა საიუბილეო კონტეინერმა გაიარა

აქამდე მაგნიტოგორსკის მეტალურგიულ კომბინატს, კომპანია ЕВРАЗ-ს პროდუქცია თურქეთში შავი ზღვით შეჰქონდა.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

საწყის ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იქნება 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე, ასევე გადაყვანილი იქნება ერთ მილიონამდე მგზავრი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს 20 მლნ ტონა ტვირთამდე და სამ მილიონ მგზავრამდე.

ყველა ახალი ამბავი
0