კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირება კიდევ ერთ ქუჩაზე ამოქმედდება

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე საუბრობს. მან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს დაავალა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ.
კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირება კიდევ ერთ ქუჩაზე ამოქმედდება
„შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა ზონალურ-საათობრივი პარკინგი დავნერგოთ, არის ბარათაშვილის ქუჩა. 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვთხოვ, მოსახლეობის სრული საინფორმაციო უზრუნველყოფა მოახდინონ. ასევე განვათავსოთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიიღონ. პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იქნება, თუმცა მათ საკუთარი ავტომობილები შესაბამის პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბარათაშვილის ქუჩაზეც უფასო იქნება. 

ყველა ახალი ამბავი
0