აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია

CC0 / Public Domain / კელი დეგნანი
კელი დეგნანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კელი დეგნანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოსტს დაიკავებს, რომელიც 2018 წლის მარტიდან ვაკანტური იყო

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში იმყოფება, ნათქვამია საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ს საქართველოში ელჩი 2018 წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს, როდესაც საკუთარი მოღვაწეობა დაასრულა ელჩმა იან კელიმ. ბოლო დრომდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას მისი მოადგილე ელიზაბეთ რუდი ასრულებდა. რაც შეეხება ახალ ელჩს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კელი დეგნანის დანიშვნას მხარი 20 დეკემბერს დაუჭირა.

თბილისში აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა

 - Sputnik საქართველო
თბილისში აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა

„ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ. მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კელი დეგნანი ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი. მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.

დეგნანი ასევე მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანასა და პაკისტანში. არის ფილოსოფიის დოქტორი, აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი, ფლობს რამდენიმე ენას, მათ შორის იტალიურს, ფრანგულს, თურქულსა და ურდუს.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0