რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ კუსტარულად დამზადებული და დამონტაჟებული გაზის დანადგარები სიცოცხლისთვის საშიშია.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაღუპული მშობლები სახლში შვილმა ნახა, რომელსაც ღამით გვერდით ოთახში ეძინა. გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას ნერვული შოკი აქვს.

ოჯახი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

დიდი ქალაქების საცხოვრებელ ბინებში წლებია ცენტრალური გათბობა არ არის, მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო და გაზის დანადგარებით თბება. უმეტეს შემთხვევაში ეს დანადგარები უხარისხო და კუსტარულად დამონტაჟებულია.

„თბილისი ენერჯი" და სხვა გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კუსტარულად დამზადებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით, ღია წვის კამერიანი, სიცოცხლისთვის საშიშია.

ყველა ახალი ამბავი
0