Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი ყუთში: საშიშია თუ არა გზავნილები ჩინეთიდან

© courtesy of Georgian Postსაქართველოს ფოსტის კურიერი
საქართველოს ფოსტის კურიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმი-პედიატრი ამტკიცებს, რომ კორონავირუსი ადამიანს ადამიანიდან გადაეცემა, ამიტომ გზავნილი მისი გადამტანი ვერ იქნება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩინური ფოსტა მაინც ახდენს ყველა გზავნილის დეზინფიცირებას გამოგზავნის წინ.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ჩინეთიდან შემოსული დიდი რაოდენობით გზავნილები კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენს, განაცხადა „ავერსის" (Aversi) კლინიკის პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ოგბაიძემ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 4515 ადამიანს მიაღწია. აქედან 106 გარდაიცვალა.

„ეს თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია. თვითონ კონკრეტული ვირუსის შესახებ სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გვაქვს, მაგრამ, ზოგადად, ვირუსები დიდხანს დამოუკიდებლად მშრალ გარემოში ვერ ძლებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩინური ფოსტა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყველა ამანათი, რომელიც მოდის ჰუვეის რეგიონიდან, ორგზის დაექვემდებარება დეზინფექციას", – განაცხადა პედიატრმა.

„საქართველოს ფოსტაში“ აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობისგან არანაირი საგანგებო ზომების მიღების შესახებ მითითება არ ყოფილა. გზავნილები ჩინეთიდან ჩვეულ რეჟიმში შემოდის.

სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინის დამზადებაზე მუშაობა დაიწყეს

„როგორც ცნობილია, ვირუსი ადამიანს ადამიანიდან გადაეცემა და არა ნივთიდან", – განაცხადეს „საქართველოს ფოსტაში“.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი სასიკვდილო ვირუსის ქვეყანაში გავრცელების თეორიული ალბათობა არსებობს, თუმცა ამის შანსი მინიმალურია.

ამასთან, საქართველომ უკვე აკრძალა ცხოველების შემოყვანა ჩინეთიდან, მიმდინარეობს მგზავრების შემოწმება საქართველოს აეროპორტებში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისთვის ვირუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს მთავრობა ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს>>

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია: ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში.

ყველა ახალი ამბავი
0