ბრიტანელ მოგზაურს თბილისში მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBბრიტანელ მოგზაურს თბილისში მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს
ბრიტანელ მოგზაურს თბილისში მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს, თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბრიტანელი მოგზაურის როუან კემპბელის მოპარული ველოსიპედი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 25 იანვარს პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დროებით მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს როუან კემპბელს ველოსიპედი მოჰპარეს, რომელიც სახლთან ჰქონდა გაჩერებული. პატრონის განცხადებით, ველოსიპედზე დამაგრებული იყო ჩაფხუტი და ორი ჩანთა.

ველოსიპედი - Sputnik საქართველო
ბრიტანელ მოგზაურს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, ახალი აჩუქეს

შეტყობინების მიღებისთანავე ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

„პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლია და სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ სანამ შსს მოპარულ ველოსიპედს იპოვიდა, ველოსიპედების მაღაზია bike.ge-მ ბრიტანელ მოგზაურს ახალი ველოსიპედი აჩუქა. მან ასევე საჩუქრად მიიღო ორი ღამე სასტუმროში Best Western Gudauri და ტრადიციული ქართული ვახშამი და ორი ღამე ჰოსტელში Fabrika.

„სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ვბრუნდებოდი, თუმცა ორი დღის წინ ჰოსტელის გარეთ დატოვებული ველოსიპედი მომპარეს. 11 ქვეყანა და 7500 კმ ველოსიპედით გამოვიარე და მოგზაურობის გაგრძელება მინდა, თუმცა, თუ ჩემს ველოსიპედს ვერ ვიპოვი, ჩემი მოგზაურობა დასრულდება“, – აღნიშნული პოსტი მოგზაურმა Facebook-ზე ერთ-ერთ ჯგუფში გამოაქვეყნა.

ახლა ბრიტანელ მოგზაურს ორი ველოსიპედი აქვს და სამშობლოსკენ გრძელი გზა ელოდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0